ტელეკომპანია CNN – ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters – ის ინფორმაციით, ტაილანდის მღვიმიდან მეცხრე ბავშვიც გამოიყვანეს.
ტაილანდის მთავრობა პირობას დებს, რომ დღეს მღვიმეში დარჩენილ ყველა პირს გამოიყვანენ. როგორც სამაშველო ოპერაციის საგანაგებო შტაბში აცხადებენ, გამოქვაბულში მყვინთავები დილის ათ საათზე შევიდნენ და თითოეული ბიჭის გამოყვანას დაახლოებით 6 საათს მოანდომებენ.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ გადარჩენილი ბავშვების ნაწილი მშობლებმა მოინახულეს. მათ საავადმყოფოში მყოფი შვილები შუშის მიღმა აჩვენეს. მთავრობა კვლავ არ ასახელებს მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვების ვინაობას.
შეგახსენებთ, ტაილანდში ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის ოპერაციის მესამე და გადამწყვეტი ფაზა დღეს დილით დაიწყო. ბავშვების გამოსაყვანად გამოქვაბულში 19 მყვინთავი შევიდა.