ტაილანდის მღვიმიდან ამოყვანილი ბიჭები და მათი მწვრთნელი ბუდისტურ ტაძარში ცხრა დღეს გაატარებენ
ტაილანდის მღვიმიდან ამოყვანილი ბიჭები და მათი მწვრთნელი ბუდისტურ ტაძარში ცხრა დღეს გაატარებენ

ტაილანდის მღვიმიდან ამოყვანილი ბიჭები და მათი მწვრთნელი ბუდისტურ ტაძარში წავიდნენ, სადაც ცხრა დღეს გაატარებენ.

მწვრთნელმა და მთელმა გუნდმა, გარდა ერთი ბიჭისა, რომელიც ქრისტიანია, თავი გადაიპარსეს. მონასტერში წასვლა მათთვის განწმენდის რიტუალია. გარდა ამისა, ბიჭებმა დაღუპული მყვინთავის, სამან გუნანის ოჯახის წინაშე პირობა დადეს, რომ მონასტერში წავიდოდნენ.

შეგახსენებთ, 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. 10 ივლისს კი სამფაზიანი რთული სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანი გადაარჩინეს.