სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ საპროტესტო აქციები და პატივი სცენ კანონს
ინტერნეტში ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მორიგი ვიდოემიმართვა ვრცელდება. ვიდოეჩანაწერს ბელარუსული სააგენტო Tut.by ავრცელებს.
ციხანოვსკაია დაწერილ ტექსტს კითხულობს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, აღარ გავიდნენ ქუჩებში, გამოიჩინონ კეთილგონიერება და პატივი სცენ კანონს.
„ბელარუსის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, მე, სვეტლანა ციხანოვსკაია, მადლობას გიხდით ქვეყნის მეთაურის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბელარუსის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. მადლერებითა და სითბოთი მივმართავ ყველა მოქალაქეს, ვინც მხარს მიჭერდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ბელარუსებო, მოგიწოდებთ კეთილგონიერებისა და კანონის პატივისცემისკენ! მე არ მსურს სისხლი და ძალადობა. გთოხვთ, არ დაუპირისპირედეთ მილიციას, არ გახვიდეთ მოედნებზე, რათა საკუთარი თავი საფრთხის წინაშე არ დააყენოთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებს“, – ამბობს ციხანოვსკსია ვიდეომიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სვეტლანა ციხანოვსკაიამ კიდევ ერთი ვიდოემიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის უსურვებს ისეთი არჩევანის წინაშე დადგომას, რომლის წინაშეც თავად აღმოჩნდა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო და მასზე გავლენა არ მოუხდენიათ არც საარჩევნო შტაბიდან, არც მეგობრებსა და არც თავად მის მეუღლეს, სერგეი ციხანოვსკის.
„არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმის ფასად, რაც ახლა ხდება. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარია“, – ამბობს ციხანოვსკაია.
შეგახსენებთ, რომ სვეტლანად ციხანოვსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.