სუპერბოულზე ე.წ. ჩირლიდერი ბიჭები იცეკვებენ
ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის მთავარ მატჩზე, სუპერბოულზე, მამაკაცი „ჩირლიდერები“ – კუინტონ პერონი და ნაპოლეონ ჯინისი გამოვლენ.
ეს არის პირველი შემთხვევა ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ფინალური მატჩების ისტორიაში, როცა მამაკაცები ამგვარი როლით წარდგებიან. ჯერ კიდევ 2018-2019 წლების სეზონის დასაწყისში, პერონი და ჯინისი პირველი მამაკაცი „ჩირლიდერები“ გახდნენ ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში.
„ვიყავი ლეიკერსის თამაშზე და ვუყურებდი დამხმარე ჯგუფის გამოსვლას. მე შევქმენი ქორეოგრაფია გოგონებისთვის, რომლებიც პროფესიულ გუნდებში ცეკვავენ. ერთ მომენტში უბრალოდ გავიფიქრე: „რატომ მე არა?“ –სი-ენ-ენს (CNN) პერონის სიტყვები მოჰყავს.
2019 წლის სუპერბოული 3 თებერვალს ატლანტაში გაიმართება. გადამწყვეტ მატჩში ითამაშებენ „ლოს-ანჯელეს რემსი“ და „ნიუ-ინგლენ პეტრიოტსი“.