ამერიკული ფეხბურთი მთაწმინდის პარკში

13:17, 26.09.2020

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია და „შტატი 51“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ატარებს სპორტულ ღონისძიებას BeActiveNight – SportUnion.

ღონისძიება დაიწყება საღამოს 19:30 საათზე, სადაც წარმოადგენენ  სპორტის ამერიკულ სახეობებსა და ღია ცის ქვეშ, დიდ მონიტორზე გაშუქდება განვლილი წლების საუკეთესო მომენტები.

ასევე გაკეთდება 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატის ანონსი, ხოლო 9 საათიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მატჩი, „ცინცინატი ბენგალსისა“ და „ფილადელფია იგლსის“ მონაწილეობით. სტუმრებს საშუალება მიეცემათ მიირთვან ბარბიქიუზე მომზადებული სტეიკები და 3 საათის განმავლობაში თვალყური ადევნონ შეხვედრას.

„შტატი 51“ არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ამერიკულ სპორტის სახეობებს და 2018 წლიდან აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით.

მსგავსი