ჩავი და მასკერანო „ინტერ მაიამის“ მწვრთნელობის კანდიდატები არიან #1TVSPORT
ჩავი და მასკერანო „ინტერ მაიამის“ მწვრთნელობის კანდიდატები არიან #1TVSPORT

ცნობილი გახდა, ვინ შეიძლება შეცვალოს „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხერარდო მარტინო, რომელმაც, არაოფიციალური ინფორმაციით, გუნდი დატოვა.

როგორც გაზეთი Miami Herald-ი წერს, მარტინოს შემცვლელთა პრეტენდენტებს შორის არიან ლიონელ მესის ყოფილი თანაგუნდელები – ჩავი და ხავიერ მასკერანო.

მასკერანო ამ მომენტისთვის არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებს, ჩავიმ კი ამ ზაფხულს დატოვა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი.