„იარაღს მხოლოდ ელიტური თეთრი მამაკაცები უნდა ყიდულობდნენ“ - ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე რასისტულ სკანდალში გაეხვა
„იარაღს მხოლოდ ელიტური თეთრი მამაკაცები უნდა ყიდულობდნენ“ - ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე რასისტულ სკანდალში გაეხვა

ამერიკული ფეხბურთის კლუბის „ბაფალო ბილზის“ კვოტერბეკი ჯეიკ ფრომი უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა: მოთამაშეს ბოდიშის მოხდა მოუწია ერთი წლის წინანდელი რასისტული გამონათქვამის გამო.

როგორც „თი-ემ-ზი“ (TMZ) წერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრომის მიმოწერა, რომელიც 2019 წლის მარტით არის დათარიღებული. მასში „ბაფალოს“ მოთამაშე და მისი თანამოსაუბრე განიხილავენ აშშ-ის ტერიტორიაში იარაღის გაყიდვას. „იარაღი – კარგია. უბრალოდ, ძალიან გააძვირეთ ის, რათა მხოლოდ ელიტურმა თეთრმა მამაკაცებმა შეძლონ მისი ყიდვა,“ – დაწერა ჯეიკმა.

როცა ეს მიმოწერა ინტერნეტში გავრცელდა, ფრომმა მაშინვე ბოდიში მოიხადა. „ძალიან ვწუხვარ, რომ გამოვიყენე გამონათქვამი „ელიტური თეთრი ადამიანები“. თუმცა, საკუთარ თავზე არასოდეს მითქვამს, რომ „ელიტური თეთრი მამაკაცი“ ვარ. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. დღეს, როგორც არასდროს, მოვიდა ფერადკანიანების დახმარებისა და გაერთიანების დრო. მე ასი პროცენტით რასიზმის წინააღმდეგ გამოვდივარ,“ – განაცხადა ფეხბურთელმა.

21 წლის ფრომმა „ბაფალოსთან“ 2020 წელს გააფორმა კონტრაქტი.