ამერიკელმა მწვრთნელმა რასიზმის გამო სამუშაო დაკარგა
ამერიკელმა მწვრთნელმა რასიზმის გამო სამუშაო დაკარგა

ამერიკულ ფეხბურთში აიოვას უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი კრის დოილი პოსტიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც გუნდის ყოფილმა მოთამაშეებმა მწვრთნელის მხრიდან რასიზმის გამოვლენის შესახებ გამოაცხადეს.

შავკანიანმა მოთამაშეებმა სოციალურ ქსელებში რამდენიმე შემთხვევა გაიხსენეს, როცა დოილი შეგირდებს შეურაცხყოფდა. გუნდის ხელმძღვანელობამ მასთან გამოთხოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე მძიმე და სულისშემძვრელი პოსტი ვიხილე სოციალურ ქსელებში. ყოფილი მოთამაშეების მადლიერი ვარ გულწრფელობისთვის. უახლოეს პერიოდში ვგეგმავ ყველასთან დალაპარაკებას. ეს არის პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კირკ ფერენცმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე კვირაა, მიმდინარეობს მასობრივი პროტესტი რასიზმის გამოვლინების წინააღმდეგ.