ეზეკილ ელიოტსა და რამდენიმე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ეზეკილ ელიოტსა და რამდენიმე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ამერიკული ფეხბურთის ლიგა სეზონის დაწყებას დაგეგმილ დროს აპირებს. უახლოეს მომავალში გუნდებს ვარჯიშის უფლება მიეცემათ. სწორედ ამ მიზეზით სპორტსმენებს კორონავირუსზე ტესტების ჩაბარება უწევთ. როგორც ცნობილი ხდება, ორი ტეხასური გუნდის (კოვბოები და ტეხასელები, Cowboys and Texans) რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი იან რაპოპორტი ავრცელებს.

გუნდებმა არ გააჟღერეს იმ მოთამაშების სახელები ვისაც COVID 19 დაუდგინეს. თუმდა ერთერთი მოთამაშის ეზეკილ ელიოტის აგენტმა ჟურნალისტ იან რაპაპორტს დაუდასტურა, რომ მის კლიენტს კორონავირუსი აქვს.

დატოვე კომენტარი