რონალდო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს #1TVSPORT
რონალდო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს #1TVSPORT

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ კარიერის დასრულების შემდეგ წარმატებით მოირგო ფუნქციონერის როლი. ის ორი კლუბის პრეზიდენტია, მაგრამ ახლა უფრო მაღალი თანამდებობის დაკავება განიზრახა.

როგორც გამოცემა Sport-ი წერს, რონალდოს სურს, კენჭი იყაროს ბრაზილიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც 2026 წლის მარტში გათავისუფლდება, როცა ედნალდო როდრიგესი დატოვებს თანამდებობას. თუმცა არჩევნები ერთი წლით ადრე გაიმართება.

რონალდოს უკვე აქვს გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. თუ ის პრეზიდენტი გახდება, მისი პირველი ნაბიჯი იქნება ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას მიწვევა.

უფრო ადრე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს აქტიურად ეპატიჟებიან ბრაზილიის ნაკრებში, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ახლანდელი დამრიგებელი დორივალ ჟუნიორი გააგრძელებს მუშაობას.