„ატლეტიკო“ დიეგო სიმეონეს შემცვლელის ძებნას იწყებს #1TVSPORT
„ატლეტიკო“ დიეგო სიმეონეს შემცვლელის ძებნას იწყებს #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს პოზიციები მადრიდულ კლუბში თანდათან სუსტდება.

როგორც გამოცემა Relevo წერს, გუნდში უკვე დაიწყეს არგენტინელი სპეციალისტის შემცვლელის ძიება. ეს უკავშირდება იმას, რომ სიმეონე კარგავს ძალაუფლებას კლუბში, მათ შორის, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სპორტული დირექტორის, ანდრეა ბერტას წასვლის გამო. ბერტა, ფაქტობრივად, სიმეონეს მარჯვენა ხელი იყო, მაგრამ ახალი დირექტორის, კარლოს ბუსეროს მისვლის შემდეგ არა მხოლოდ ბერტას, არამედ სიმეონესაც ჩამოერთვა ბევრი უფლებამოსილება.

ასევე, კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ კლუბში 13 წელი მუშაობის შემდეგ სიმეონემ ერთგვარად ამოწურა საკუთარი თავი და მას სულ უფრო უჭირს გუნდისგან მაქსიმუმის მიღება.

ამასთან, დღეს სიმეონეს „ატლეტიკოდან“ წასვლა გაჭირდება, მათ შორის, დიდი ხელფასის გამო, რომელსაც სპეციალისტი ახალი კონტრაქტის მიხედვით იღებს, ხოლო სრულად მის გადახდას „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელები არ აპირებენ.