2021 წლის სუპერბოული ჩაშლის პირასაა - „კანზას სიტის“ მოთამაშეებს კორონავირუსით ინფიცირებულ სტილისტთან ჰქონდათ კონტაქტი
2021 წლის სუპერბოული ჩაშლის პირასაა - „კანზას სიტის“ მოთამაშეებს კორონავირუსით ინფიცირებულ სტილისტთან ჰქონდათ კონტაქტი

2021 წლის სუპერბოულის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამის მიზეზია ამერიკული ფეხბურთის ლიგის ფინალის ერთ-ერთი მონაწილე გუნდის 20 მოთამაშის კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან.

ინციდენტი „კანზას სიტი ჩიფსში“ მოხდა. ESPN-ის მიმომხილველმა ადამ შეფტერმა გაარკვია, რომ კვირას, 31 იანვარს „ჩიფსის“ 20 მოთამაშესა და თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდთან დალაქთან, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა.

„კლუბის ბოსებმა გონივრულად და აგრესიულად მოქმედებდნენ, ამიტომაც შეწყვიტეს თმის შეჭრის პროცესი მაშინვე, როგორც კი ანალიზის პასუხი გახდა ცნობილი“, – დაწერა ჟურნალისტმა თავის „ტვიტერში“. პოტენციურად დაინფიცირებულებს შორის არის – ამერიკული ფეხბურთის ლიგის ვარსკვლავი პატრიკ მაჰოუმსი, რომელმაც ივლისში 503-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოთამაშე, რომლის თმის შეჭრა ფაქტობრივად შუა გზაში შეწყვიტეს, დენიელ კილგორი იყო. მან ამ თემაზე იხუმრა და თავის პროფილში ფოტოსურათი შეცვალა.

სუპერბოული 8 თებერვალს არის დაგეგმილი. „ჩიფსის“ მეტოქე იქნება „ტამპა ბეი ბაკანირსი“.

დატოვე კომენტარი