სტუდენტები რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასთან აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ აპროტესტებენ ოკუპაციას, თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას.
„დღეს დუმილი დანაშაულია”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შოთა კეჟერაშვილმა.
ამასთან, ახალგაზრდები ამბობენ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ძალები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.