ნუ გამხდი ხალათს – ამ სახელწოდებით სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

14:38, 08.12.2019

ნუ გამხდი ხალათს, – ამ სახელწოდებით სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტები „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრიდან ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობით დაიძრნენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმებას. ასევე რეზიდენტებისთვის მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურებას და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ.

მსგავსი