ნიდერლანდებში სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მთავრობას კლიმატზე მეტი ზრუნვისკენ მოუწოდეს

17:29, 07.02.2019

ნიდერლანდებში ათასობით სტუდენტი და სკოლის მოსწავლე პარლამენტის წინ შეიკრიბა, ისინი მთავრობას მოუწოდებენ, უფრო მეტად იზრუნოს კლიმატზე.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვაიძულოთ მთავრობა, ბევრად აქტიურად იმუშაონ კლიმატის გაუმჯობესებაზე“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მიმდინარე თვეს მეცნიერებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, ისინი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ დრო მოვიდა, მთავრობამ უფრო აქტიურ ზომებს მიმართოს.

მსგავსი