ნიდერლანდებში სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მთავრობას კლიმატზე მეტი ზრუნვისკენ მოუწოდეს
ნიდერლანდებში ათასობით სტუდენტი და სკოლის მოსწავლე პარლამენტის წინ შეიკრიბა, ისინი მთავრობას მოუწოდებენ, უფრო მეტად იზრუნოს კლიმატზე.
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვაიძულოთ მთავრობა, ბევრად აქტიურად იმუშაონ კლიმატის გაუმჯობესებაზე“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მიმდინარე თვეს მეცნიერებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, ისინი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ დრო მოვიდა, მთავრობამ უფრო აქტიურ ზომებს მიმართოს.