„როიტერი“ - ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია, სულ მცირე, 25 აქტივისტი
„როიტერი“ - ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია, სულ მცირე, 25 აქტივისტი

ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებულია, სულ მცირე, 25 აქტივისტი.

აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტის კამპუსში კარვები ჰქონდათ გაშლილი. დემონსტრანტები ღაზის სექტორში ომის შეჩერებას ითხოვდნენ.

როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, მათ სტუდენტებს აქციის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა აქტივისტები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ შეკრებილები წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენის გაზის მეშვეობით დაშალა.