„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ქართველი ხალხი უკვე ერთიანია, ახლა აუცილებელია, ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს ერთიანობის იდეას, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგიის აღმაშენებლის“ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დღესაც მიესალმებიან და მხარს უჭერენ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე.
„ქართველი ხალხი უკვე ერთიანია, ახლა კი აუცილებელია, ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. რუსული რეჟიმი ლუსტრირებულია, ახლა აუცილებელია, ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება“, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.