სერგო ჩიხლაძე - იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება და ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება შედგება
სერგო ჩიხლაძე - იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება და ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება შედგება

დიდი იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება და უახლოეს კვირებში, უახლოეს თვეებში ვიტოვებთ ამის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ოპოზიციაში მშვიდობიანი აქციების საკითხიც განიხილება.

„ამაზე გავლენას მოახდენს პანდემიური სიტუაცია როგორი იქნება ქვეყანაში, მაგრამ სავარაუდოდ, აქტუალური გახდება უკვე გაზაფხულიდან. ეს იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ოპოზიციური ქმედებების, თუმცა ამავე დროს ვამბობდით, გუშინაც დავადასტურეთ, რონ დიდი იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება და უახლოეს კვირებში, უახლოეს თვეებში ვიტოვებთ ამის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება. რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, მე ვესწრები ყველა შეხვედრას, არსად არ განიხილება არანაირი რევოლუციური სცენარი არც ქვეტექსტით და არც პირდაპირი ტექსტებით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.