გიორგი ვაშაძე - ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ სწორ პროცესზე, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის ინტერესს
გიორგი ვაშაძე - ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ სწორ პროცესზე, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის ინტერესს

ჩვენი მიზანი ქუჩაში დგომა არ არის. ჩვენი მიზანია, რომ შევთანხმდეთ სწორ პროცესზე, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის ინტერესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ღრმა კრიზისიდან, მათ შორის არა მარტო პოლიტიკური – ეკონომიკური, სოციალური, კორონავირუსიდან გამოსავალი არის ახლებურად შეხედვა რეალობის „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„იმედი მაქვს, რომ ამ ახალ რეალობას ისინიც დაინახავენ. ჩვენი მიზანი ქუჩაში დგომა არ არის. ჩვენი მიზანია, რომ შევთანხმდეთ სწორ პროცესზე, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის ინტერესს“, – განაცხადა ვაშაძემ.