გიორგი ვაშაძე - გპირდებით, საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უმუშევრობას დავამარცხებთ
გიორგი ვაშაძე - გპირდებით, საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უმუშევრობას დავამარცხებთ

ჩემ უკან არის „მაიკროსოფტის“ ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში, „მაიკროსოფტში“ ვიზიტისას განაცხადა.

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხებს საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა.

„ჩემ უკან არის „მაიკროსოფტის“ ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში. რუსეთი არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აქვს შანსი, იქ დახურული კომპანიები წამოვიყვანოთ და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ამით უნდა იყოს დაკავებული საქართველოს მთავრობა და ამიტომ გვინდა გამარჯვება, გვინდა, შევცვალოთ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაშია, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება დავიწყოთ და გპირდებით, ძალიან ბევრი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია ჩამოვა საქართველოში და მათთან ერთად ჩვენ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში სრულად დავამარცხებთ უმუშევრობას, როგორც ნომერ პირველ პრობლემას საქართველოში. ამას სჭირდება განათლებული და პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში და ამისთვის უნდა დავდგეთ ყველანი ერთად“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.