„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტი სოციალურ მედიის ანალიზს გააკეთებს
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ახალი სტარტაპი ვებაპლიკაციაა, რომელიც სოციალური მედიის ანალიზს აკეთებს.
SATURN.GE-ს საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, სოციალურ მედიაში როგორც საკუთარი, ისე კონკურენტის აქტივობების სტატისტიკური ანალიზი იხილოს.
პროექტის ავტორთა განცხადებით, აპლიკაცია როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე ბიზნესკომპანიებს მათი მარკეტინგული და პიარკამპანიები უფრო ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.
„სტარტაპ საქართველოს“ ამ დროისთვის 90 გამარჯვებული ჰყავს. ბიზნესიდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.