„გალერია თბილისმა“ ლოიალობის აპლიკაცია შექმნა
„გალერია თბილისმა“ ლოიალობის აპლიკაცია შექმნა

„გალერია თბილისმა“ ახალი პროდუქტი დანერგა. LOYAL ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს სავაჭრო ცენტრის გამოყენების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სავაჭრო ცენტრის მაღაზიებში, გასართობ და სერვის ობიექტებში გადაიხადოს აპლიკაციის მეშვეობით, დააგროვოს ქეშბექი ქულების სახით და დაგროვილი ქულები დახარჯოს სისტემაში ჩართულ ობიექტებში. დანახარჯის ზრდასთან ერთად მომხმარებელი გადადის ახალ დონეებზე, რითიც მას ეზრდება ქეშბექის პროცენტი და იღებს უკეთეს პერსონალურ შეთავაზებებს.

აპლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია პარკინგის სერვისები. აპლიკაციაში პარკირების ბარათის დასკანერებით მომხმარებელს შეუძლია საფასურის მარტივად გადახდა, რიგში დგომის გარეშე. პარკირების გადახდისას მომხმარებელს მაღალი პროცენტის ქეშბექი უბრუნდება ქულების სახით (20%-30%- 40%). ასევე, აპლიკაციას აქვს პარკინგის ადგილის მონიშვნის ფუნქცია, ავტომობილის მარტივად მისაგნებად. ამას გარდა, სავაჭრო ცენტრში მოსვლამდე შესაძლებელი პარკინგზე თავისუფალი ადგილების შემოწმება.

LOYAL ხელმისაწვდომია როგორც IOS, ისე ანდროიდ სმარტფონებისთვის. პროექტი კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას და ინოვაციური სერვისების დანერგვას გულისხმობს.