პირველი არხის ახალი აპლიკაცია MobileTV უკვე 8000-მა მომხმარებელმა გადმოწერა
პირველი არხის ახალი აპლიკაცია MobileTV უკვე 8000-მა მომხმარებელმა გადმოწერა

პირველი არხის ახალ მობილურ VOD-აპლიკაციას, რომელიც 5 თებერვალს მარკეტებზე დაიდო, უკვე 8000 მომხმარებელი ჰყავს.

23 თებერვალს სერიალ „იდეალური დედის“ ახალი სეზონის პირველი სერია სატელევიზიო ეთერამდე ახალ აპლიკაციაში დაიდო და პრემიერას ლაივში ერთდროულად 2500 კაცი უყურებდა.

Mobile TV-ში პირველი არხის პროექტების პრემიერებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

პირველი არხის ახალი მობილური აპლიკაცია აერთიანებს მაუწყებლის რამდენიმე მიმართულებას და არის მაუწყებლის Digital First სტრატეგიის ნაწილი.

Mobile TV-ში თავს იყრის პირველი არხის საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემები (სტოქსი, მასტერშეფი, სეანსი, მაშველები, აკუსტიკა, რანინა და ა.შ.) გარდა ამისა, იტვირთება „დღის ამბები“ მოკლედ. ეს არის Mobile TV-ის გუნდის მიერ შერჩეული დღის მნიშვნელოვანი ამბები მოკლე ვიდეოფორმატში. აქვე თავმოყრილია „ტელესკოლის“ არქივი, რომელიც მუდამ ახლდება.

აპლიკაციისთვის იქმნება ასევე ორიგინალური კონტენტი (ვიდეოები, პოდკასტი და სხვა). აპლიკაციის განვითარებასთან ერთად, გაიზრდება მსგავსი კონტენტის წარმოებაც.

მთავარ გვერდზე მომხმარებელი შეხვდება რჩეულ და დღის ვიდეოებს – ამ ველებს აკომპლექტებს აპლიკაციის გუნდი.

მომხმარებელს შეუძლია, შექმნას საკუთარი პლეილისტი და გადმოწეროს გადაცემები და ვიდეოები ოფლაინ-რეჟიმში სანახავად.

აპლიკაცია საშუალებას იძლევა, გამოიწეროთ საინტერესო რუბრიკა/თეგი და შეტყობინების ფუნქციის მეშვეობით, მიიღოთ სიახლე ახალი კონტენტის დამატების შესახებ.

Mobile TV-ის გადმოწერა შეგიძლიათ, როგორც App Store-იდან, ასევე Play Store-იდან.

დატოვე კომენტარი