ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპლიკაცია STOP COVID მომხმარებელს კოვიდინფექციის გავრცელების რისკის შემცირებაში დაეხმარება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპლიკაცია STOP COVID მომხმარებელს კოვიდინფექციის გავრცელების რისკის შემცირებაში დაეხმარება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპლიკაცია STOP COVID მომხმარებელს კოვიდინფექციის გავრცელების რისკის შემცირებაში დაეხმარება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ჯანიაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში განმარტავს, რომ აპლიკაცია აგროვებს კონტაქტებს და თუ რომელიმე კონტაქტს ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ დაუდასტურდება, რისკის ქვეშ მყოფი პირები გაფრთხილებას მიიღებენ.

„ STOP COVID აპლიკაცია ამჟამად გადმოწერილი აქვს დაახლოებით 220 ათას მომხმარებელს. პროპორციულად ანდროიდის და iOS მომხმარებლის 60-40 პროცენტზეა. აპლიკაციის მეშვეობით 18 700 ადამიანი გაფრთხილდა. შეტყობინება მისული მომხმარებლებიდან 27-ს დაუდასტურდა ინფექცია. გაფრთხილდა შესაძლო რისკ ჯგუფთან, ანუ კონტაქტთან ყოფნის რისკის შემთხვევაზე. აპლიკაცია საკმაოდ მარტივია. ის იყენებს ბლუთუზს და ჯიპიესს კონტაქტების სიახლოვის დასადგენად. იმახსოვრებს მხოლოდ თავის მეხსიერებაში და დაშიფრულად, არ ხდება არანაირი გაზიარება. გაზიარება მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, თუ დაუდასტურდა ინფიცირება ერთ-ერთ მხარეს, აპლიკაციის მომხმარებელს.

შესაბამისად, მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. შემგომ თუ დააჭერს შეტყობინებების გაზიარებას, ორი კვირის განმავლობაში ორ მეტრზე ახლოს 15 წუთის განმავლობაში თუ იყო კონტაქები, ყველას მიუვა შესაბამისი შეტყობინება, რათა გადავიდეს თვითიზოლაციაში, აგრეთვე დაეხმაროს სხვებს ინფიცირების გავრცელების თავიდან აცილებაში. აპლიკაცია თავისთავად გამოვლენას არ ახდენს. უბრალოდ, ატყობინებს შესაძლო კონტაქტებს შესაძლო ინფიცირებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩაიტარებს ადამიანი ტესტს, შეიძლება დაუდგინდეს ან არ დაუდგინდეს. აპლიკაციამ თავიდანვე არ იცის, ადამიანი ინფიცირებულია თუ არა. უბრალოდ, ის აგროვებს კონტაქტებს, ვის შეიძლება გადავდეთ ან ვინ შეიძლება გადმოგვდო. ორი კვირის განმავლობაში ეს ინფორმაცია ტელეფონში ინახება, შემდგომ ახლდება“, –  განაცხადა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ჯანიაშვილმა.