სტამბოლში უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის ცერემონია მიმდინარეობს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს დღეს გადასცემს. ამ წუთებში სტამბოლში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომლის დასრულებისას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტომოსს კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს პირადად გადასცეს.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა.
სტამბოლში საზეიმო ცერემონიას, უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.
7 იანვარს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კიევში წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში გამოფენენ.