„სპარტაკის“ ინფორმაციით, ჯანო ანანიძის რეაბილიტაციის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს
„სპარტაკის“ ინფორმაციით, ჯანო ანანიძის რეაბილიტაციის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს

ჯანო ანანიძის რეაბილიტაციის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია მოსკოვის ”სპარტაკმა” „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ანანიძე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს რომში, კლინიკა ”ვილა სტიუარტში” აგრძელებს. მოსკოვის “სპარტაკის” ცნობით, ჯვარედინ იოგებზე გაკეთებული ოპერაციიდან ორ კვირაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა რომის კლინიკა “ვილა სტიუარტის” ფიტნესს-დარბაზში ირბინა, შემდეგ კი ბურთითაც ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების 24 მარტის შეხვედრის დასაწყისშივე დაშავდა და ნახევარწლიანი დასვენება მოუწევს. ანანიძე უახლოეს პერიოდში რუსეთში დაბრუნდება და რეაბილიტაციას ”სპარტაკის” ​ტარასოვკას ბაზაზე გააგრძელებს.