მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშის გამო, რიბუსს მსოფლიოს ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებში არ შეიყვანენ #1TVSPORT
მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშის გამო, რიბუსს მსოფლიოს ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებში არ შეიყვანენ #1TVSPORT

პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა გამოაცხადა, რომ მოსკოვის „სპარტაკის“ მცველს მაცეი რიბუსს აღარ გამოიძახებენ ეროვნულ გუნდში რუსულ კლუბში თამაშის გამო.

ფეხბურთელს უკვე აცნობეს, რომ მისი ამჟამინდელი საკლუბო მდგომარეობის გამო, მას არ მიიწვევენ სექტემბრის შეკრებაზე და ის ვერ მოხვდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის განაცხადში.

რიბუსი „სპარტაკში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა. მანამდე ის მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს არგენტინასთან, საუდის არაბეთთან და მექსიკასთან ერთად.