ჯანო ანანიძე ფეხბურთიდან გააცილეს #1TVSPORT
ჯანო ანანიძე ფეხბურთიდან გააცილეს #1TVSPORT

უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების (4:0) მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთიდან ჯანო ანანიძეს გააცილეს.

საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური და სამახსოვრო დაფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ კარიერის დასრულება აპრილში გამოაცხადა. 29 წლის ფეხბურთელის თქმით, გაუთავებელმა ტრავმებმა იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. ამ ნიჭიერმა მოთამაშემ ტრავმების გამო კარიერაში თითქმის 3,5 წელი გამოტოვა.

ჯანო ანანიძე იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია – 2009 წლის 5 სექტემბერს იტალიის ნაკრების შეხვედრაში შედგა ანანიძის დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში. მაშინ ჯანო 16 წლის იყო.

ჯანო ანანძემ საქართველოს ნაკრებში 45 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.