მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულთა შორის ქართველ მეკარეს საუკეთესო შეფასება აქვს #1TVSPORT

10:30, 16.07.2024

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და რჩეულ მოთამაშეთა შორის საუკეთესო შეფასება მიიღო – ასეთია სტატისტიკის ვებგვერდის whoscored.com-ის შეფასება.

საქართველოს ნაკრების მეკარემ ევრო 2024-ზე ოთხი მატჩი ჩაატარა. საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა მამარდაშვილს საშუალო შეფასება 7,8 ქულა დაუწერა, რაც სიმბოლურ გუნდში მოხვედრილთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

ქულებით მეორე ადგილზე (7,7) ესპანეთის ნაკრების შემეტვი ნახევარმცველი დანი ოლმოა, ხოლო მესამე-მეხუთე ადგილებს ერთნაირი (7,6) ქულებით ლამინე იამალი (ესპანეთი), ფაბიან რუიზი (ესპანეთი) და კოდი გაპკო (ნიდერლანდები) ინაწილებენ.

მსგავსი