Nike-მა მოსკოვის „სპარტაკთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა #1TVSPORT
Nike-მა მოსკოვის „სპარტაკთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა #1TVSPORT

სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Nike-მა შეწყვიტა თანამშრომლობა მოსკოვის „სპარტაკთან“.

„კომპანია Nike-მა აცნობა „სპარტაკს“ სასპონსორო კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ იმ მიზეზით, რომ უეფა-ს ვერდიქტის თანახმად, ჩვენი კლუბი ვერ შეძლებს მომავალ სეზონში ევროტურნირებზე თამაშს.

„სპარტაკის“ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელობა ეკიპირების ახალ მომწოდებელს ეძებს“, – წერია მოსკოვური გუნდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, უეფა-მ 2022-23 წლების სეზონში რუსულ კლუბებს ევროტურნირებზე თამაში აუკრძალა.