სოზარ სუბარი - იმ პერიოდიდან მოვდივარ, როდესაც ასეულობით ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკით, თუმცა ვენდობი გუნდს, რომელიც ამბობს, რომ ლიბერალურ მიდგომას სასიკეთო შედეგი ექნება
სოზარ სუბარი - იმ პერიოდიდან მოვდივარ, როდესაც ასეულობით ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკით, თუმცა ვენდობი გუნდს, რომელიც ამბობს, რომ ლიბერალურ მიდგომას სასიკეთო შედეგი ექნება

იმ პერიოდიდან მოვდივარ, როდესაც  ნარკოტიკების გამოა ასეულობით ახალგაზრდა დაიღუპა, თუმცა ვენდობი გუნდს, რომელიც ამბობს, რომ ლიბერალური მიდგომა სასიკეთო შედეგს გამოიღებს. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

“როდესაც ვლაპარაკობთ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ლიბერალიზაციის კუთხით არც თუ ისე ცოტა ცვლილებები განხორციელდა. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი.  დიდი ხანია, მიდის მსჯელობა არამხოლოდ ჩვენი გუნდის შიგნით, არამედ საზოგადოებასთანაც. ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება განხილვა ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან და ინტერესის ჯგუფებთან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ნარკოტიკების მოხმარება და მსხვერპლი. ყველაზე მეტად ჩემი პირადი დამოკიდებულების გამოხატვა მიჭირს, რადგან იმ პერიოდიდან მოვდივარ, როდესაც ასეულობით ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკების გამო. ამიტომ ძალიან მეშინია ზოგადად ამ თემის, თუმცა იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ამ მიდგომით შედეგი არ დადგება. ამ შემთხვევაში ვენდობი იმ გუნდს, რომელშიც ამბობენ, რომ ლიბერალური მიდგომით დადებენ უკეთეს შედეგს ქვეყნისთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.