სოსო რობაქიძე - ვაშაძესა და ბოკერიას არ აქვთ უფლება, გააპროტესტონ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევა
სოსო რობაქიძე - ვაშაძესა და ბოკერიას არ აქვთ უფლება, გააპროტესტონ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევა

პარლამენტის წინ, სადაც ოპოზიციური პარტიები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კენჭისყრის პროცედურას აპროტესტებენ, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მივიდა.

როგორც სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ აქვთ უფლება, გააპროტესტოს სასამართლოში მიმდინარე პროცესები.

„ვინც ამ მოსამართლეების „მამები“ არიან, ყველა აქ არის. ამათ არ აქვთ გაპროტესტების უფლება, უნდა გააპროტესტოს ეს იმ ხალხმა, ვის კისერზეც გადაიარეს ამ მოსამართლეებმა. მე რომ ადამიანი შემხედავს და მეტყვის, აქ რა გინდაო, არ არის ტუტუცი? ვაშაძეს და ბოკერიას რა უნდათ აქ, რატომ მაშინ არ აპროტესტებდნენ, როდესაც სასამართლოში ადამიანთა გამართლება ერთი პროცენტი იყო. ეს მოსამართლეები მაშინ რატომ არ გაყარეს?

საპირწონედ მითხარით, ამ მთავრობამ რა გააკეთა უარესი. თუ უარესი გააკეთა, გადავალ ნებისმიერ მხარეს. „ოცნებას“ ვეუბნები, რომ თქვენი ბრალია, ჩემნაირი ხალხი რომ „აჭერით“. ეს უნდა იყოს ბოლო წელი, რომ „ნაცები“ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკიდან, თორემ მთელი ხალხი დავდგებით ერთად“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.