თაკო ჩარკვიანი - მე ვიცავ ქართულ სახელმწიფოს
თაკო ჩარკვიანი - მე ვიცავ ქართულ სახელმწიფოს

წლების წინ სოსო რობაქიძის გვერდით ვიდექი და დღეს პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის გამო ვდგავარ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი პარლამენტთან მყოფ სოსო რობაქიძესთან მივიდა და აღნიშნა, რომ ის იცავს ქართულ სახელმწიფოს.

„მე ვარ „პარტია და კანონის“ წარმომადგენელი, კანონისა და სამართლის ფარგლებში ვითხოვ კანონის უზენაესობას. მე ვიცავ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ გვახსოვს ერთმანეთი იმ ბრძოლიდან, 7 ნომებრიდან. აქ ვნახეთ, რომ ზის ადამიანი, რომლის შვილიც უდანაშაულოდ ჩაცხრილეს. მე ხომ ვალდებული ვარ, დავიცვა მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებები და კვლავ გამოვიდე ქუჩაში. ზუსტად ამიტომ გვინდა ჩვენ პროპორციული არჩევნები. შვილი ჩაუცხრილეს კაცს უდანაშაულო. ჩვენ ვიბრძვით, რადგან ერთი რომელიღაც მონოპოლიზებული პარტია არ მოვიდეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანს სოსო რობაქიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები.

„მკვლელების გვერდით არ დავდგები. მაჩალიკაშვილის შვილის დასაფლავებაზე მე ჩავედი. დღეს ის ხალხი, ვინც ყვირის, არ მინახავს იქ. მე მაშინ ვუთხარი – მოდი, გავერთიანდეთ. ჩვენ ვიყოთ ხიდი, მაჩალიკაშვილი ნუ მივა მკვლელებთან“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

 

დატოვე კომენტარი