სოსო რობაქიძე - ოქრუაშვილი რომ იყო მისული დიდუბეში ორი ჯიპით, შესაძლოა, საზოგადოებამ ისიც ნახოს
სოსო რობაქიძე - ოქრუაშვილი რომ იყო მისული დიდუბეში ორი ჯიპით, შესაძლოა, საზოგადოებამ ისიც ნახოს

არ არის გამორიცხული, ბუტა რობაქიძის საქმეზე, ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ მიმდინარე გამოძიებას ისეთივე მოწმე გამოუჩნდეს, როგორიც ზაზა ბაქრაძეა, – ამის შესახებ თბილისის პროკურატურაში შესვლამდე ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილი ჩინოვნიკების საქმეზე გამოძიება დაწყებულია და დღეს პროკურორს მისი დაჩქარების მიზნით ხვდება.

“ბაქრაძის აღიარების შემდეგ, დავიწყე მეორე საქმე და დღეს გამოძიების დაჩქარებას მოვითხოვ. საუბარია გამოძიებაზე, ღვინიაშვილის, წერეთლის, ოქრუაშვილის და ადეიშვილის მიმართ. შეიძლება მათ კიდევ ვინმე დაემატოს. შესაძლოა, ოქრუაშვილი რომ იყო მისული დიდუბეში ორი ჯიპით, ისიც ნახოს საზოგადოებამ”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

რაც შეეხება ზურაბ ბაქრაძეს, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მანამდე ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ბრალი აღიარა, სოსო რობაქიძის თქმით, ის არ იქნება წინააღმდეგი, ბაქრაძეს საერთოდ თუ გაათავისუფლებენ, “რადგან მან სიმართლე თქვა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა”.