სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის ხელძმღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი.
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არმენ სარქისიანი, ვითარების განმუხტვის მიზნით, მხარეებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ინსტიტუტი მოლაპარაკებებისთვის გამოიყენონ.
სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გაათავისუფლა. ამას გენშტაბის მხრიდან განცხადება მოჰყვა, სადაც ისინი პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. ნიკოლ ფაშინანმა აღნიშნული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება მოითხოვა.