სომხური მედიის ცნობით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალა გამოიყენა
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალა გამოიყენა

სომხეთის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებსაც სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი გზის მონაკვეთი ჰქონდათ გადაკეტილი, დაირისპირება მოხდა.

ტავუშის ოლქში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.

სომხური მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებისას სამართალდაცმეველებმა რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალა გამოიყენეს. სომხეთის ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჟურნალისტს ფეხი აქვს დაზიანებული.

ამასთან, სომხური მედიის ცნობით, საზღვრისპირა სოფლებში შექმნილი სიტუაციის გამო მოქალაქეთა ნაწილმა საპროტესტო აქციის გამართვა ერევანშიც სცადა, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.