ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება.

„ჩვენ არ გვეკითხებიან, როცა ურთიერთობას აუმჯობესებენ, მაშინაც კი, როცა ეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე ხდება. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მსჯელობისთვის, დიალოგისთვის, მაგრამ ნებართვას არ ვითხოვთ იმასთან დაკავშირებით, ვისთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი სუვერენული ქვეყანაა და ამის საფუძველზე აპირებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.