სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესში ცალმხრივი დათმობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ერევანში ჩავიდნენ
სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესში ცალმხრივი დათმობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ერევანში ჩავიდნენ

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესში ცალმხრივი დათმობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ერევანში ჩავიდნენ.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დღეს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით „სომხებით, სომხეთი, სამშობლო და ღმერთი“. მათი ნაწილს თეთრი მაისურები აცვია, რომლებზეც დაღუპული სომეხი სამხედროების ფოტოებია გამოსახული.

როგორც სომხური მედია წერს, მსვლელობის ორგანიზატორია მოძრაობა სახელწოდებით „ტავუში სამშობლოს სახელით“, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა სოფელ კირანციდან დაიწყო და ერევანში დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებენ.

ცნობისთვის, სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.