თელავში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
თელავში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატი წარწერით: „არა რუსულ კანონს“.
აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერიც მონაწილეობდა.
აქციის ორგანიზატორებმა სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხეებზე ისაუბრეს.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.