სოფო კილაძე - უკრაინაში ძალიან უცნაური პროცესები მიმდინარეობს
სოფო კილაძე - უკრაინაში ძალიან უცნაური პროცესები მიმდინარეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, უკრაინაში ძალიან უცნაური პროცესები მიმდინარეობს.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე კიევში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის პროკურატურა სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულს ედავება და მას საქართველოში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა ზომებს მიიღებს და რა რეაგირებას მოახდენს. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა კილაძემ.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს. ამ ეტაპზე ის საკუთარ ოფისში იმყოფება.