სოფო კილაძე - დეპუტატს მოეთხოვება თავშეკავება და მაღალი ეთიკური სტანდარტი
ვიხილეთ ძალადობის ფაქტი, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დეპუტატს მაღალი ეთიკური სტანდარტი მოეთხოვება.
„ცალსახად, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ ძალადობის ფაქტი და ეს ძალადობის ფაქტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარლამენტი უნდა აძლევდეს საზოგადოებას, მაღალი ეთიკური სტანდარტის მაგალითს და არ შეიძლება, ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებოდენენ. დეპუტატს მოეთხოვება ამ შემთხვევაში თავშეკავება და დეპუტატს მოეთხოვება მაღალი ეთიკური სტანდარტი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.