სოფო კილაძე აცხადებს, რომ ლგბტ აქტივისტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრისთვის მზად არის
სოფო კილაძე აცხადებს, რომ ლგბტ აქტივისტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრისთვის მზად არის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ლგბტ აქტივისტებს სამუშაო რეჟიმში შეხვდეს და მათი პოზიციები მოისმინოს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, მისი მხრიდან არანაირი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა.

„ღია კარს ამტვერევენ, ჰომოფობიური განცხადებები არ გაგვიკეთებია. შეიძლება, ეს მართული პროცესიც იყოს. კომიტეტის ვალდებულებაა, თითოეულ ადამიანის უფლებები დაიცვას და ასეც ვაკეთებთ.

ამ ადამიანებს არავინ არ ჩაგრავს. მზად ვარ, მათთან სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირების გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების გამოცხადების მიზეზად დეპუტატებსა და ლგბტ აქტივისტებს შორის დაპირისპირება იქცა. აქტივისტების შეფასებით, სოფო კილაძე ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს არ იცავს, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.