პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
სხდომაზე ლგბტ აქტივისტებმა პლაკატები გაშალეს და თანამდებობიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადაყენებას ითხოვენ.
აქტივისტების შეფასებით, სოფო კილაძე ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს არ იცავს, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.