საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რუსიანისა და ვერონას მახლობლად ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რუსიანისა და ვერონას მახლობლად ხანძარია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების, რუსიანისა და ვერონას მახლობლად ხანძარია.

ცეცხლი დღის მეორე ნახევარში ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა. ცეცხლი ტყის პირას ხმელ ბალახსა და ფოთლებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟი და ხანძრის ლოკალიზების სამუშოები მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, ქარის გაძლიერების გამო ხანძრის ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არსებობს.

სოფელ გომბორის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს ხანძრის მეოთხე შემთხვევაა.