კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდშია – ქართველი სამმა გამოცემამ დაასახელა #1TVSPORT

15:50, 24.10.2023
MARCANTONIO BENTEGODI STADIUM, VERONA, ITALY - 2023/10/21: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrates after scoring the goal of 0-3 during the Serie A football match between Hellas Verona and SSC Napoli. Napoli won 3-1 over Verona. (Photo by Andrea Staccioli/Insidefoto/LightRocket via Getty Images)

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ერთდროულად რამდენიმე ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა გამოარჩია.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ ბოლო ტურის გასვლით შეხვედრაში ისევ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და წარმატებული თამაშის შემდეგ მაღალი შეფასებები მიიღო. Whoscored-მა თავდაპირველი შეფასება (7,8 ქულა) გაუზარდა და საბოლოოდ 8,6 ქულა დაუწერა, Sofascore-მ – 8,9 ქულა.

ხვიჩა სიმბოლურ გუნდში იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდმა, Fantacalcio-მაც დაასახელა – ამ შემთხვევაში 22 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაში 7,5 ქულით შეაფასეს.

სამივე ვებგვერდმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩას თანაგუნდელი მატეო პოლიტანო დაასახელა, რომლის საგოლე გადაცემებითაც კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მანამდე კი თავად გაიტანა.

მსგავსი