სერია „ა“-ში მეორე ქართველიც ითამაშებს - „ვერონაში“ ლოჩოშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა #1TVSPORT
სერია „ა“-ში მეორე ქართველიც ითამაშებს - „ვერონაში“ ლოჩოშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა #1TVSPORT

14-წლიანი პაუზის შემდეგ, როდესაც იტალიის ჩემპიონატში კახა კალაძე და ლევან მჭედლიძე თამაშობდნენ, სერია „ა“-ში, დიდი ალბათობით, კვლავ ორი ქართველი ითამაშებს.

ამაზე მეტყველებს „ვოლფსბერგის“ პრეზიდენტის, დიტმარ რიგლერმას ინტერვიუ გამოცემა Krone.at-თან – ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბის თავკაცმა დაადასტურა, რომ ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ვერონაში“ გააგრძელებს.

„(იტალიელებმა) ტრანსფერში ისეთ თანხა შემოგვთავაზეს, უარს უბრალოდ ვერ ვიტყვით. საერთოდ, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ლუკას განვითარება და შემდეგ მისი სარფიანად გაყიდვა. თუმცა, გვინდა, რომ „ზირასთან“ სამშაბათს კონფერენს ლიგის მატჩი ჩაატაროს და იმედია, დაგვთანხმდება“ – განაცხადა რიგლერმა.

აღსანიშნავია, რომ 15 აგვისტოს სერია „ა“-ს სეზონს „ვერონა“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მატჩით გახსნის და შესაძლოა, ქართული დაპირისპირებაც ვიხილოთ. მანამდე მცირე დროა დარჩენილი და ძნელი წარმოსადგენიია, საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი ავსტრიაში დარჩეს – ახალ გუნდთან შესაჩვევად ლუკას დრო აუცილებლად სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, „ვერონა“ მზად იყო, „ვოლფსბერგერისთვის“ 1,6 მილიონი ევრო გადაეხადა, რადგან დაცვაში პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიულ „ვოლფსბერგს“ 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, საიდანაც პლეი-ოფშიც გავიდნენ.

ლუკა 2020 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს.