სოფიო ქაცარავა - უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
სოფიო ქაცარავა - უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ საკითხზე სოფიო ქაცარავამ პარლამენტის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს მიმართა.

„კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების შემდეგ, შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელმაც მხოლოდ კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა. ვხედავთ, თუ როგორი გამოწვევებია ქვეყნისა და რეგიონის წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით. რა ხედვა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყება, რაც, ვთვლი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქაცარავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.