შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ხუთშაბათს დამტკიცდება
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ხუთშაბათს დამტკიცდება

მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები ორშაბათიდან დაიწყება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მოსმენისა და კენჭისყრის დღის წესრიგს პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე შეათანხმებენ.

რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის კენჭისყრასა და დამტკიცებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცედურა ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი.

„ირაკლი კობახიძემ როგორც განაცხადა, ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ, 17:00 საათზე ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან უკვე იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობის შემადგენლობის და ჩვენი გეგმაა, კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათისთვის განვიხილოთ მთავრობის შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.