სოფელ ხელთუბნის მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა [ვიდეო]

სოფელ ხელთუბნის მოსახლეობამ გორი-ბერბუკის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილი ავტომაგისტრალის გახსნას ცდილობს.

აქციას გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი და ნათესავები მართავენ. თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, მერებაშვილის ოჯახი კი, ითხოვს საქმის კვალიფიკაცია მკვლელობის მუხლით შეიცვალოს.